06:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 17:04:46, 694 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: თბილისი მახინჯაურის მთავრი სარკინიგზო მაგისტრალი რკინიგზის შემოსავლებით დაფინანსდა

"დღეს ჩვენ მოდერნიზაციის ფარგლებში მერვე გვირაბი გავხსენით", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, მოლითში გვირაბის გახსნისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

საქართველოს ვიცე-პრემირმა, თბილისი მახინჯაურის მთავრი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობა  დაათვალიერა და აღნიშა, რომ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კიდევ 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს რკინიგზას“, მის ხელმძღვანელობას და ჩვენს კონტრაქტორს. ეს არის 1115 მეტრიანი გვირაბი, რომელზეც დაიხარჯა 12 მილონ დოლარზე მეტი,  საბოლოო ჯამში  კი, მას მერე, რაც მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიონობა გაიზრდება.  რაც ქვეყანაში შემოსავლებს გაზრდის, მოხდება ინვესტიციების განხორციელება და  ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალის ამაღლება, ამასთან ეს პროექტი  ანაკლიის პორტის მთავარი თანმდევი ინფრასტრუქტურაა იმიტომ, რომ ჩვენ პარალელურად უნდა განვითარდეთ ყველა იმ მიმართულებით სადაც ტრანზიტის განვითარების შესაძლებლობა გვაქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მოდერნიზაციის მთელ პროექტზე 260-მილიონ შვეიცარიული ფრანკზე მეტია დახარჯული, ამასთან როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნულაზე თანხები  მიმართული არ არის.

"შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ აღნიშნული პროექტი სრულად რკინიგზის შემოსავლებით დაფინანსდა",- განმარტა ქუმსიშვილმა.

შეგახსენებთ, სს "საქართველოს რკინიგზა" ინჟნერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით დადგენილი ფორმიასა და წესების შესაბამისად ახორციელებს თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის საპროექტო და სამშნებელო სამუშაოებს, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი" აწარმოებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სარკინიგზო მოდერნიზაციის პროექტი "საქართველოს" რკინიგზის ხელმძღვანელ მაუკა ბახტაძესთან ერთად დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics