06:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 16:55:39, 646 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა და ბახტაძემ თბილისი-მახინჯაურის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, მოდერნიზაციის ფარგლებში, სოფელ მოლითში, მერვე გვირაბის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტი დაათვალიერა და აღნიშნა, რომ მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კიდევ ექვსი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა.

ბახტაძემ მეგზურობა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს გაუწია, რომელმაც თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა.

სს ”საქართველოს რკინიგზა” ინჟინერ კონსულტანტთა საერთაშორისო ფედერაციის ყვითელი წიგნით (FIDIC Yellow Book) დადგენილი ფორმისა და წესების შესაბამისად, თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს ახორციელებს. საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს კი აწარმოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ”ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი” 2011 წლის, 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. სამუშაოების ზედამხედველობას ახორციელებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია - ILF-ისა და DB International-ის კონსორციუმი. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2019 წლის ბოლოს.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, რომელთაგანაც ამჟამად უკვე დასრულებულია 3 გვირაბის მშენებლობა ჯამური სიგრძით 2 095 მეტრი. ამჟამად დასასრულს უახლოვდება სოფელ ბეჟათუბნის მიმდებარედ განთავსებული №8 სარკინიგზო გვირაბი, რომლის სიგრძეც შეადგენს 1125 მეტრს. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელ ორ-ლიანდაგიან სარკინიგზო გვირაბზე, რომლის საპროექტო სიგრძეც შეადგენს 8350 მეტრს. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია სოფელ ძირულასთან მიმდებარედ არსებული №11 (875მ) და სოფელ ანიულასთან მიმდებარედ არსებული №7 (2190მ) გვირაბებზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება.

აღსანიშნავია, რომ მოდერნიზაციის პროექტში ცვლილების შეტანამდე სამშენებლო სამუშოების წარმოება დაგეგმილი იყო ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო გადასარბენზე, თუმცა დეტალური პროექტირების სტადიაზე მშენებელი, ზედამხედველი და სხვა მოწვეული კომპანიების მიერ მოლითი-ხარაგაულის მონაკვეთზე გამოვლენილ იქნა იმგვარი პრობლემური ადგილები, რომ პროექტის განხორციელება შეუძლებელი ხდებოდა, კერძოდ იგეგმებოდა:

შენობებისა და არსებული ადგილობრივი გზების დანგრევა ისე, რომ არ იყო მისი აღდგენა გათვალისწინებული;

მდინარეების არსებული კალაპოტების დაკავება შესაბამისი საინჟინრო ჰიდროლოგიური ნაგებობების გარეშე;

დაახლოებით 55 - 95 მ სიღრმის ჭრილების მოწყობა;

დაახლოებით 40-45 მ სიმაღლის ყრილების მოწყობა;

გარდა ამისა, ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პირველადი პროექტით მცირდებოდა საუღელტეხილო მონაკვეთის გამტარუნარიანობა - 14.4 მილიონ ტონამდე წელიწადში მაშინ, როდესაც რკინიგზის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა შეადგენს 27 მილიონ ტონას წელიწადში.

საბოლოოდ, მშენებლობის ზედამხედველისა და რკინიგზის შესაბამისი დარგის ექსპერტების მონაწილეობით, სს „საქართველოს რკინიგზის“ საკონსულტაციო საბჭოსთან შეთანხმებით, შემუშავებულ იქნა მოდერნიზაციის პროექტის ცვლილების

კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო მონაკვეთისათვის განკუთვნილი სამშენებლო სამუშაოების გაუქმების ხარჯზე, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი მეორე საოპერაციო გვირაბის (8350 მ) მშენებლობას და ე.წ. მარყუჟის მონაკვეთისა (სოფ. ბეჟათუბანი) და სადგურ მოლითის იმგვარ რეკონსტრუქციას, რომელიც უზრუნველყოფს ახალაშენებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაერთებას სადგურ მოლითში. აღსანიშნავია, რომ პროექტში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, საუღელტახილო მონაკვეთზე სარკინიგზო გამტარუნარიანობა იზრდება 48 მილიონ ტონამდე, ხოლო სრული ავტობლოკირების სისტემის დანერგვის შემთხვევაში კი მიაღწევს 100 მილიონ ტონას წელიწადში.

"დღეს ჩვენ მოდერნიზაციის ფარგლებში მე-8 გვირაბის გაყვანა დავასრულეთ. ეს პროექტი საქართველოს რკინიგზის დაფინანსებით ხორციელდება. ამავე დროს ეს პროექტი დაკავშირებულია ანაკლიის პორტის დამთავრებასთან. მოდერნიზაციის პროექტის მიზანია: მოძრაობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გამტარუნარიანობის გაზრდა; მგზავრობის დროის შემცირება; მაგისტრალის საოპერაციო პირობების გაუმჯობესება. თბილისიდან ჩავი ზღვის პირეთის კონკრეტულად ბათუმის შემთხვევაში დრო 1 საათით შემცირდება. ჩვენ კონსულტაციებს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და ასე გარემოს დაცვის სამინისტროსთან გავდივართ, რომ ყველა ბუნებრივი აქტივი იყოს გამოყენებული. ეს იქნება კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველოს რკინიგზა არის საქართველოს ეკონომიკის სამსახურში, - განაცხადა "საქართველოს რკინიგზის" დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.

საგულისხმოა, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური საბჭოს 2015 წლის 13 ივნისის №8 და საქართველოს მთავრობის 2015 წლის, 3 ივლისს სხდომებზე, რასთან დაკავშირებითაც გამოიცა №1404 განკარგულება „თბილისი-მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”, - ნათქვამია ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics