|
2016-04-18 14:53:52, 917 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსმა უკრაინელი სამხედროები მოინახულა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე წეროვნის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო სამსახურს ეწვია და დაშავებულ უკრაინელ სამხედროებს შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გენერალ-მაიორი სამხედროებს გაესაუბრა და მათი რეაბილიტაციის პროცესს უშუალოდ გაეცნო. „ყოველთვის გვიხარია, როდესაც ჩვენი თანამოძმე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში ჩამოდიან. ჩვენ ვუწევთ მათ სამედიცინო დახმარებას, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, უნდა იგრძნონ ის მხარდაჭერა, განსხვავებული ატმოსფერო, განსხვავებული დამოკიდებულება, რომელიც მართლაც გაგვაჩნია მათ მიმართ. ქართველი და უკრაინელი დაშავებული სამხედროები ახლა ერთად იმყოფებიან ამ მართლაც მშვენიერ ადგილას და მუდმივად არიან ჩვენი ექიმების დაკვირვების ქვეშ. ამავე დროს, მათ აქვთ ექსკურსიები, კულტურული პროგრამა, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ თავი იგრძნონ საკუთარ სახლში და ქვეყანას და შეიარაღებულ ძალებს ჯანმრთელები და ბრძოლისუნარიანები დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ცნობისთვის, წეროვნის დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციის ცენტრში 11 უკრაინელი და 4 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მკურნალობს. უკრაინელი სამხედროები საქართველოში რეაბილიტაციის კურსს საქართველო-უკრაინას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად გადიან. სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით ფიზიკური თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი, ექთნები და ექიმი მუშაობენ. რეაბილიტაციის კურსის ფარგლებში იგეგმება ჯარისკაცთათვის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაც. სარეაბილიტაციო კურსი 14 აპრილს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)