03:28 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 13:03:38, 446 ნახვა

პოლიტიკა
სუბარი გერმანული მედიის ინფორმაციაზე: არ მგონია, რომ ამ ცნობებს რაიმე ლეგალური საფუძველი ჰქონდეს

მე არ მგონია, რომ ამ ინფორმაციას რაიმე ლეგალური საფუძველი ჰქონდეს, - ასე გამოეხმაურა ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა შესაძლოა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც სავიზო რეჟიმის აღდგენას გულისხმობს.

სუბარის განცხადებით, საქართველოს შესახებ დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული.

მისივე თქმით, მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველო სრულად ასრულებს აბსოლუტურად ყველა ვალდებულებას.

„მე არ მგონია, რომ ამ ინფორმაციას რაიმე ლეგალური საფუძველი ჰქონდეს. იმიტომ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დონეზე და ეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის არის დადებითი. რაც შეეხება მიგრანტებთან დაკავშირებით საქართველოს ვალდებულებას საქართველო სრულად ასრულებს აბსოლუტურად ყველა ვალდებულებებს, რაც კი საერთაშორისო შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.  

ცნობისთვის, გერმნაული გამოცემა Die Welt am Sonntag დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის, უკრაინისთვის თურქეთისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ახალი პუნქტი ჩაამატოს, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლებას მისცემს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, დამატებით პუნქტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრებს საბოლოო გადაწყვეტიელბა მიღებული ჯერ არ აქვთ და ამ საკითხის განხილვა 21 აპრილს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics