|
2016-04-18 10:42:44, 668 ნახვა
საზოგადოება
ჰემოფილიის საერთაშირისო დღე-კონცერტი თბილისი არტ-ჰოლში
კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი და საქართველოს ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცია 2016 წლის 17 აპრილს ჰემოფილიის საერთაშირისო დღეს თბილისი არტ-ჰოლში კონცერტით აღნიშნავს. Hჰემოფილია სისხლის შედედების პრობლემა გახლავთ. ის ერთ-ერთი მძიმე პათოლოგიაა გენეტიკურ დაავადებათა შორის და გამოიხატება მე-8, მე-9 ან სხვა შემადედებელი ფაქტორის თანდაყოლილი დეფიციტით, თუმცა იშვიათ შემთხვევაში შეძენილიც შეიძლება იყოს. საქართველოში ჰემოფილიითა და სხვა სისხლდენითი დაავადებით აღრიცხვაზე იმყოფება 370 ადამიანი. აღნიშნულ დღეს ჩატარებული ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს, კიდევ ერთხელ მიეპყროს საზოგადოების ყურადღება ჰემოფილიის ირგვლივ არსებული პრობლემების მიმართ და ყველა შესაძლებლობა იქნეს გამოყენებული იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს სამედიცინო და სოციალური მომსახურეობის სერვისები ამ მიმართულებით, ამაღლდეს ჰემოფილიით დაავადებულთა ცხოვრების ხარისხი. ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წევრები, ჰემოფილიით დაავადებულები. საქართველოში მოქმედებს ჰემოფილიით დაავადებულთა სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება ჩანაცვლებითი თერაპიით უზრუნველყოფა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ხარჯის გაწევაა საჭირო ამ დაავადებულთა სრულყოფილი სამედიცინო და სოციალური სფეროს სრულყოფისათვის, რათა ჰემოფილიით დაავადებულები საზოგადოების სრულფასოვან ჯანმრთელ წევრებად იქცნენ. Bბევრი მათგანი დღესაც საზოგადოებრივად აქტიური ადამიანია, მათთან ერთად კიდევ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებაა შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. (R)
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ბელგოროდში, უკრაინის მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა
ილონ მასკმა უკრაინის შეიარაღებული ძალები Starlink-ის შეტევითი თავდასხმებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
იტალიაში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა: 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)