|
2016-04-16 17:56:32, 1091 ნახვა
მსოფლიო
რომის პაპმა ვატიკანში 12 არალეგალი მიგრანტი წაიყვანა
რომის პაპმა ფრანცისკმა, რომელმაც ბერძნულ კუნძულ ლესბოსზე მდებარე მიგრანტების ბანაკი მოინახულა, ვატიკანში 12 არალეგალი მიგრანტი წაიყვანა. ამის შესახებ იტალიური არხი Ria News 24 იუწყება. რომის პაპი ლესბოსზე დღეს ჩავიდა. მას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომე და ათენის არქიეპისკოპოსი დეფინი დახვდნენ. პაპის თქმით, მისი ვიზიტის მიზანია დევნილებისთვის სოლიდარობის გამოხატვა და მადლობის თქმა ლესბოსისა და მთელი ბერძენი ხალხისთვის, რომლებიც მათ ასე ხელგაშლილი ხვდებიან. პაპმა ასევე აღნიშნა, რომ ის, რაც ახლა ევროპაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფაა. მიგრანტებთან მიმართვის პონტიფიკოსმა განაცხადა, რომ ისინი მარტონი არ არიან და იმედი არ უნდა დაკარგონ. ამასთან, ფარნცისკმა ყველა ევროპელს მიგრანტის შეფარება სთხოვა და ამის მაგალითი მათ თავად მისცა, როდესაც საკუთარ თვითმფრინავში მიგრანტების სამი ოჯახი აიყვანა, მათ შორის 6 ბავშვი და 6 ზრდასრული. ამ დროისთვის ლესბოსზე მიგრანტების ბანაკში 3 ათასი ადამიანი იმყოფება, რომელთა უმრავლესობას უახლოეს მომავალაში თურქეთში დააბრუნებენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)