2016-04-16 13:07:41, 332 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს წევრებს ხვდება.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
"ქართული ოცნების" ოფისში პარტია "მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძეც იმყოფებოდა. თოფაძემ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
”პარლამენტს გარეთ დატოვებული პარტიებისთვის დიდი შეღავათები კეთდება”, - აღნიშნა გოგი თოფაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან