01:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 21:58:22, 317 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: თუ დადასტურდება, რომ სალუქვაძე საჯაროდ აჩვენებდა კადრებს, საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ

"თუ დადასტურდება, რომ სალუქვაძე [გურიის გუბერნატორი] საჯაროდ აჩენებდა კადრებს, საკადრო ცვლილებებზე გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ" - ასე უპასუხა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის მიერ გურიის გუბერნატორზე დასმულ შეკითხვას.

პრემიერი აცხადებს, რომ მან ვერ მოიძია ფაქტები, რომ გურიის გუბერნატორი ძალადობის ამსახველი კადრების ჩვენების ორგანიზებას ახდენდა. 

მისი თქმით, ამ კადრების არსებობა ამაზრზენია და არანაკლებ საშინელებაა მისი ღია სივრცეში ჩვენება. 

"საკადრო ცვლილებები აქამდეც იყო და მომავალშიც არ არის გამორიცხული, მაგრამ ეს უნდა იყოს სამართლიანი ცვლილებები, თუ დადასტურდება, რომ სალუქვაძე პირადად ახდენდა ორგანიზებას საჯარო ჩვენების, წამების კადრების, გიდასტურებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად მივიღებ. ჩემთვის ეს არის ამაზრზენი ფაქტი. ეს კადრები რომ ბუნებაში არსებობს, თავისთავად ამაზრზენი ფაქტია. ეს არის საშინელება რომ ეს კადრები არსებობს, მაგრამ არანაკლები საშინელებაა, რომ ღია სივრცეში ეს კადრები ვაჩვენოთ. ამ კადრების გავრცელების ერთადერთი მიზანი გახლავთ  ის, რომ ჩვენი დადებითი პოზიტიური დღის წესრიგი შეცვალონ და გადაიტანონ ყურადღება ისეთ რაღაცებზე რაც არის ამაზრზენი. ჩვენ დავამკვიდრებთ უფრო მაღალ სტანდარტს, ეს სტანდარტი იქნება გაცილებით მეტი პატივისცემა ჩვენმოქლაქეების," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვლმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics