|
2016-04-15 11:38:38, 678 ნახვა
საზოგადოება
ბაღების მართვის სააგენტოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
საკადრო ცვლილებებია ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში. გათავისუფლებულია შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი და კიდევ სამი თანამშრომელი. ისინი დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გაასაჩივრონ. სააგენტოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს საბავშვო ბაღების ყოფილი დირექტორები მათ გათავისუფლებას უკავშირებენ. თბილისის 85-ე საბავშვო ბაღის ყოფილი გამგე ინგა გუგავა „რუსთავი 2“-თან საუბარში აცხადებს, რომ თემურ თორდინავამ გაათავისუფლა, ვინაიდან მათ ბაღების გათავისუფლებულ თანამშრომლებთან სათანადოდ ვერ იმუშავეს. იგი დასძენს, რომ სააგენტოს თანამშრომლებმა ეს ბაღების დირექტორებს პირად საუბარში უთხრეს. „სააგენტოს გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა პრივატულ საუბარში გვითხრეს, რომ მათი გათავისუფლება თემურ თორდინავას მხრიდან მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩვენთან - გათავისუფლებულ დირექტორებთან ვერ იმუშავეს სათანადოდ. რატომ არ დაინტერესდა თემურ თორდინავა მისი უწყების ანუ სააგენტოს მუშაობით?! მოხდა თუ არა ხელების შეწმენდა ამ ოთხ ადამიანზე“, - განაცხადა ბაღის ყოფილმა დირექტორმა. სააგენტოს ხელმძღვანელს კომენტარი არ გაუკეთებია თუმცა, უწყებაში განმარტავენ, რომ გათავისუფლების მიზეზი მერიის აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა, რომლითაც დარღვევები გამოვლინდა. რა აწერია დასკვნაში უცნობია.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)