00:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 17:12:51, 575 ნახვა

საზოგადოება
„m² ყაზბეგზე“ მცხოვრებლების შესახლების პროცესი დაიწყო

„m² ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის ბინებში შესახლების პროცესი დაიწყო.
დეველოპერული კომპანიის „m² უძრავი ქონება” ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით, თებერვალში დასრულდა. 

საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 25 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მობინადრეებს ბინები დასრულებული რემონტით ჩაბარდებათ, სადაც დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. აპრილიდან ბინის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში. „m² ყაზბეგზე“ m²-ის მეორე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომუნალური გადასახადების 23%-მდე დაზოგვას უზრუნველყოფს. 

საცხოვრებელ კომპლექსს „m² ყაზბეგზე“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამზირზე, ყაზბეგის N25-ში, წითელი ბაღის მიმდებარედ მდებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომს, შიდა ეზოს მრავალწლიანი ნარგავებით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. ამ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. „m² ყაზბეგზე“  კომპანიის მეორე პროექტია, სადაც დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის, KONE-ს ლიფტები აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით. მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია პანდუსები შეუზღუდავად გადაადგილებისათვის. დამატებითი კომფორტისთვის, m² უზრუნველყოფს კომპლექსის მოვლის მომსახურებას: 24-საათიანი დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებას და გამწვანების მოვლის მომსახურებას, ყველა ამ მომსახურების საფასურსს ახალმოსახლეთათვის, ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს.

დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება” „m² ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა და ამ პროექტზე თავიდანვე რეკორდულად მაღალი გაყიდვების ტემპი დაფიქსირდა. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 295 ბინიდან, 90% გაყიდულია და მხოლოდ 29 ბინა ელის მომავალ მფლობელს. „m² ყაზბეგზე“ საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. „m² ყაზბეგზე“ დეველოპერული კომპანიის მეოთხე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია.

დამატებითი ინფორმაცია დასრულებული და მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე:  www.m2.ge

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics