10:39 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 16:43:01, 650 ნახვა

საზოგადოება
ასათიანის ქუჩაზე გზის დეფორმაციის მიზეზი გამოვლინდა და აღმოიფხვრა

საბურთალოს რაიონში, ასათიანისა და ზაქარიაძის ქუჩების კვეთაზე გზის დეფორმაციას სასმელი წყლის დაზიანებული სისტემიდან გამომავალი და გრუნტის წყლების ნაკადი იწვევდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული მიზეზი მას შემდეგ იქნა გამოვლენილი, რაც საბურთალოს რაიონის გამგეობამ ასათიანის ქუჩის N12 კორპუსთან სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაიწყო.

მათივე ცნობით, კომპანია „ჯეუგრუპის“ სპეციალისტებმა ამ ქუჩების კვეთაზე არხის გათხრის შემდეგ აღმოაჩინეს, წყალი რამდენიმე ადგილიდან ძლიერი ნაკადით დაახლოებით, 2 მეტრის სიღრმეზე მიედინებოდა, რაც გზის დეფორმაციას იწვევდა არა მხოლოდ ამ ლოკაციაზე, არამედ უშუალოდ ასათიანის ქუჩის ვრცელ მონაკვეთზეც.

 აღნიშნულ მისამართზე გზა ლოკალურად რამდენჯერმე შეკეთდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ პრობლემის გამო გზის მდგომარეობის შენარჩუნება ვერ ხერხდებოდა.

ასათიანის N12-თან დაზიანებული სასმელი წყლის მილი ლოკალურად შეაკეთა კომპანია GWP-მ, საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ კი სანიაღვრე სისტემა მოაწყო.

ამჟამად, ობიექტზე სამუშაოები გრძელდება. იგივე კომპანია კორპუსის შიდა ეზოში გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics