00:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 14:33:10, 563 ნახვა

საზოგადოება
"ვისოლ ჯგუფმა" კარიერული განვითარების ფორუმი გამართა

"ვისოლ ჯგუფმა" პირველად საქართველოში "კარიერული განვითარების ფორუმი" გამართა. კომპანიამ საქართველოს წამყვანი უმაღლესი სასწავლებლებისა და პროფესიული სასწავლებლების აკადემიური პერსონალის ჯგუფს განვითარების გეგმები და ადამიანური რესურსების კუთხით საჭიროებები გააცნო.

როგორც "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, ის მოხარულია, რომ "ვისოლ ჯგუფს" აქვს საშუალება საქართველოს წამყვან უნივერსიტეტების დეკანატებს ადამიანური რესურსები წარუდგინონ.

"ვისოლ ჯგუფის" განვითარების ტემპების პროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების თუ პროფესიული სასწავლებლების დეკანატს ადამიანური რესურსების კუთხით ჩვენი საიროებები გავაცნოთ, რომ მათ სასწავლო პროგრამები ბაზრის მოთხოვნებს კიდევ უფრო მეტად მოარგონ და გამორჩეულ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცენ "ვისოლ ჯგუფის" თუ სხვა წამყვანი ბიზნეს ორგანიზაციების გუნდის წევრები გახდნენ. "ვისოლ ჯგუფის" კორპორაციული კულტურა ითვალისწინებს, რომ კომპანიის წარმატების ისტორიას თთოეული თანამშრომელი ქმნის. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ პირველ ბიზნეს საუძველზეც დასაქმების ბაზარზე საჭიროებაზე მოგებულ პროფესიული ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვილ პერსონალს მივიღებთ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

5000-მდე თანამშრომლით "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. "ვისოლ ჯგუფი" ყველა თანამშრომელს განვითარების და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას თანაბრად აძლევს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ 2011 წელს "ვისოლ ჯგუფის" აკადემია ჩამოაყალიბა, სადაც ჯგუფის ნებისმიერ თანამშრომელს საშუალება აქვს კვალიფიკაცია აიმაღლოს, ახალი კომპეტენციები შეიძინოს და დაწინაურდეს.

"ვისოლ ჯგუფი" ყოველწლიურად მართავს "სტუდენტურ დასაქმების ფორუმს", რომლის შედეგადაც ასობით სტუდენტს მიეცა "ვისოლ ჯგუფში" პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება. ეს ღონისძიება არის იმის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს კომპანია, როგორ უნდა თანამშრომლობდეს სახელმწიფოსთან, იმისათვის, რომ მოხდეს ადამიანური კაპიტალის განვითარება და მისი მიწოდება შრომის ბაზარზე. მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს სხელმწიფოსაც მოისმინოს ბიზნესის მხრიდან მათი საჭიროებები. სახელმწიფო დაგეგმავს სწორ პოლიტიკას განათლების კუთხით. მადლობა "ვისოლ ჯგუფს" ამ თანამშრომლობისთვის. ის ამართლებს თავის ლიდერ პოზიციას. მალე გვექნება შედეგები დასაქმების მაჩვენებლების გაზრდის კუთხით", - განაცხადა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ელზა ჯგერენაიამ.

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics