17:07 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 20:07:16, 605 ნახვა

სხვადასხვა
TBILISI OPEN AIR 2016 3 დღე, 3 სცენა, 12 ქვეყანა, 40-ზე მეტი არტისტი

29, 30, 31 ივლისს, თბილისი რეგიონის მთავარ მუსიკალურ მოვლენას უმასპინძლებს. ქვეყნის მუსიკალურ ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ლაინაფის მქონე ფესტივალი ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, ახალი იპოდრომის საზღვარზე ჩატარდება.

TBILISI OPEN AIR-ის დებიუტი 2009 წელს შედგა და მას შემდეგ, ყოველწლიურად ათიათასობით ქართველი და უცხოელი მსმენელის მოძრავი მისამართია – ადგილი, სადაც მუსიკა ათავისუფლებს.

2016-ში მისამართი განსაკუთრებული იქნება, სხვადასხვა მუსიკალური მიმართულების ფონს კი თორმეტი ქვეყნის 40-ზე მეტი გამორჩეული არტისტი შექმნის. ისინი დაუკრავენ არა ყველასთვის, არამედ თითოეულისთვის.

ფესტივალის მასშტაბი იზრდება, მაგრამ ფასი მცირდება: 16 მაისამდე დღიური ბილეთი 35 ლარი, აბონემენტი 80 ლარი ეღირება, ხოლო ფესტივალის დასრულებამდე – ბილეთი 50, აბონემენტი 120 ლარი. TBILISI OPEN AIR-ის სალაროები 14 აპრილიდან იხსნება – სპორტის სასახლესთან, ასევე ონლაინ მისამართზე: tbilisiopenair.ge

მუსიკა ათავისუფლებს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics