|
2016-04-13 19:04:40, 1021 ნახვა
სხვადასხვა
მერია ნაგავდამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინტერესთა გამოხატვაზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია დედაქალაქში ნაგავდამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ჩატარებულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წლის 1 მარტს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა დედაქალაქში ნაგავდამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით,რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცამეტმა კომპანიამ. ინტერესთა გამოხატვის მიხედვით, უპირატესობა მიენიჭებოდა ისეთ კომპანიას, რომელიც არ მოითხოვდა გადასახადს ნარჩენის გადამუშავებისათვის, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის ბოლო ეტაპზე გადავიდა 2 კომპანია (შპს ,,კა დე ვე ჯორჯია“, შპს „GLOBAL GREEN ENERGY GROUP“). ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის მიხედვით, მონაწილე კომპანიებს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის უნდა წარმოედგინათ დეტალური ბიზნეს გეგმა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც განიხილავდა შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური ბიზნეს გეგმა მოემზადებინათ დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიების მიერ (Deloitte, Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, KPMG). კომპანია Green Energy-მ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ამასთან, ბიზნეს გეგმა არ იყო შესრულებული დედაქალაქის მერიის მოთხოვნის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ Green Energy-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერც იმას ადასტურებდა, თუ როგორ, რა ფინანსური წყაროებით შეძლებდა კომპანია 600 მილიონი ევროს ინვესტირებას დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე კომპანიას კომისიამ არაერთხელ მიმართა. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, უწყებათაშორისმა კომისიამ უპირატესობა მიანიჭა ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე მეორე კომპანიას - ,,კა დე ვე ჯორჯია“-ს, რომელიც დედაქალაქში ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას განახორციელებს. ამ დროისათვის, გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი გადაგზავნილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, რათა მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის განხორციელება". - ნათქვამია განცხადებაში.
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)