22:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 17:59:51, 578 ნახვა

საზოგადოება
მაღლივ კორპუსის მიმდებარედ შესაძლოა მშენებლობის პროცესი შეჩერდეს

ვიდრე კონსულტაციები იქნება, შესაძლოა, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში შეჩერდეს მშენებლობის პროცესი,  - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ  „აუდიტორია 115“-ის წევრებთან შეხვედრის  შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თსუ-ს მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე წყალმომარაგების კომპანიის მშენებლობის საკითხზე კონსულტაციები გაიმართება

„სტუდენტების პოზიციაა, რომ შეჩერდეს მშენებლობა და აღნიშნული ტერიტორია განვითარდეს როგორც საუნივერსიტეტო სივრცე. შევთანხმდით, რომ გავივლით კონსულტაციებს შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან. სტუდენტების კატეგორიული მოთხოვნაა, რომ არ დაინგრეს ეს ტერიტორია და არ განადგურდეს. ამიტომ, ვიდრე კონსულტაციები იქნება, შესაძლოა, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში შეჩერდეს მშენებლობის პროცესი", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტები თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ამ ტერიტორიაზე მხოლოდ უნივერსიტეტისთვის სასარგებლო შენობები უნდა აშენდეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიამ ეს ტერიტორია  გაუგებარ კომპანიას უფასოდ გადასცა. ამასთან, როგორც სტუდენტები ამბობენ, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა იყო, ხოლო ახლა ეს სტატუსი მოეხსნა.

დავით ნარმანია თსუ-ს მაღლივ კორპუსში ლექციას კითხულობდა. სტუდენტებმა მასთან შეხვედრა სწორედ ამ დროს მოითხოვეს.

"გამოდი, გამოდი", - სკანდირებდნენ სტუდენტები იმ აუდიტორიასთან, სადაც ნარმანია ლექციას კითხულობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics