|
2016-04-13 15:37:46, 599 ნახვა
ეკონომიკა
აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული და პიარ კამპანიები აქტიურ ფაზაშია
აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული და აქტიურ კამპანიები იურ ფაზაშია. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ტურისტული სეზონისთვის მზადება 10 სამიზნე ქვეყანაში (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, ისრაელი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი) დაწყებულია. დეპარტამენტის ცნობით, პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები ონლაინ რეკლამებს, გარე რეკლამებს (ბილბორდები, ლაითბოქსები, ბრენდირებული ავტობუსები), რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას, რკინიგზისა და ავიაკომპანიების საბორტო ჟურნალებში სარეკლამო სტატიების განთავსებას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას ითვალისწინებს. სარეკლამო კამპანიები ძირითადათ, სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებსა და ცენტრალურ ქალაქებს მოიცავს, მასში 30-მდე ქალაქია ჩართული. „მიმდინარე წელს, პიარ აქტივობებიდან აღსაღნიშნავია აჭარის დღეები, რომლებსაც წელს, პირველად მინსკსა და თელ-ავივში ვუმასპინძლეთ. არაოფიციალურ მიღებებზე, რომელსაც მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილური კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს. ქართულმა ფოლკლორმა და სამზარეულომ სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რაზეც ჟურნალისტების მიერ სოციალურ მედიასა და ტელესივრცეში გავრცელებული სტატიები, ბლოგები და ტელე-სიუჟეტებიც მეტყველებს. მინსკისა და ვარშავის შემდეგ აჭარის დღეებს 21 აპრილს ვარშავაში და 25 აპრილს ასტანაში ვუმასპინძლებთ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალი და პროდუქტები 9 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა, მათ შორის ბერლინის, პეკინის, კატოვიცეს, ვროცლავის, სტამბულის, ვილნიუსის, თელავივის, კიევის, ბაქოსა და მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. გამოფენებიდან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მინსკის ტურისტულმა გამოფენამ, სადაც წელს, პირველად ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ აჭარის საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. წლის ბოლომდე დეპარტამენტი დამატებით 7 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის: დუბაის, ვარშავის, სამხრეთ კორეის, სეულის, ტოკიოს, მოსკოვისა და ყაზახეთის გამოფენებზე. აჭარის ტურისტული შესაძლებლობების გაცნობის მიზნით დეპარტამენტი წელსაც აგრძელებს რეგიონში პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას. დღემდე დეპარტამენტმა 6 პრეს და ინფო ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც რეგიონს 120-მდე მედიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენელი ეწვია. წლის ბოლომდე კი სამიზნე ქვეყნებიდან დეპარტამენტი რეგიონში 15 ინფო და პრესს ტურს უმასპინძლებს, რის განმავლობაშიც აჭარას 150-ზე მეტი ტურისტული სააგენტო და ჟურნალისტი ესტუმრება.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)