22:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 14:30:27, 558 ნახვა

საზოგადოება
TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება

იდეების ეპიდემია თბილისში - TEDxTbilisi 17 აპრილს ჩატარდება. საქართველოს ბანკის სათავო ოფისში დღეს #TEDxTbilisi 2016-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.  საქართველოს ბანკი უკვე მეოთხე წელია ამ ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია.

მეოთხე ყოველწლიური ღონისძიება  2016 წლის 17 აპრილს, 11:30 ზე თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში (ა. გრიბოედოვის 10ა) გაიმართება. TEDxTbilisi არის TED-ის მიერ ლიცენზირებული, დამოუკიდებლად ორგანიზებული ერთდღიანი ღონისძიება. TED წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი ინოვაციური და ინსპირაციული იდეების გაზიარებაა.

“წლევანდელი ღონისძიების თემა ინოვაციებისა და ტრადიციების დაპირისპირებაა. TEDxTbilisi-ის მაყურებლების მიერ ნომინირებული სპიკერები წარმოადგენენ პროექტებს და იდეებს, რომლებიც ინოვაციის და ტრადიციის გადაკვეთაზე ჩაისახა. ტრადიციულად, პროგრამა ძალზედ მრავალფეროვანია. გამომსვლელებს შორის არიან  ასტროფიზიკოსი, მზარეული, მიკრო - ბიოლოგი, მომღერალი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი და ა.შ. დეტალური ინფორმაცია სპიკერებსა და მათ მოხსენებებზე ხელმისაწვდომია TEDxTbilisi-ის ინტერნეტ გვერდზე”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

როგორც TEDxTbilisi-ს წარმომადგენელმა, მერი გაბაშვილმა აღნიშნა: TEDxTbilisi-სთვის სპიკერები სხვადასხვა მიზეზით არიან  შერჩეულნი - ნაწილი მათთვის განკუთვნილი თემისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა და ერთგულების გამო, ზოგი ინსპირაციული მოსაზრებების.

„გასულ წლებში TEDx-მა უპრეცედენტო მხარდაჭერა და მოწონება დაიმსახურა, ამიტომ მოხარულები ვართ, რომ კვლავ გვეძლევა შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ მეოთხე ღონისძიებას. ჩვენთვის საამაყოა ღონისძიებაში ასეთი საინტერესო სპიკერების მონაწილეობა, ისევე, როგორც წარმოდგენილი თემების მრავალფეროვნება“, - განაცხადა მერი გაბაშვილმა.

„საქართველოს ბანკი  დასაბამიდანვე გახლავთ საქართველოში TEDx-ის ფორმატის კონფერენციის მხარდამჭერი და უცვლელი სპონსორი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ქონდეთ შესაძლებლობა ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები და, ამავე დროს, გააცნონ საქართველო მსოფლიოს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.

TEDxTbilisi 2016 -ის გამართვა შესაძლებელი გახდა  წამყვანი ქართული კომპანიების - საქართველოს ბანკის, Room Hotel Tbilisi - ის, კრისტალის, ბორჯომის, გურიელის, ნატახტარის, თელიანი ველის, სამსუნგის, ჯეოლაბის, მარკეტერის, ჯამპსტარტ ჯორჯიას, Betterfly -ს და ჯორჯიან ივენთის მხარდაჭერით.  მედია მხარდამჭერები არიან ლიბერალი და ტელეკომპანია GDS.

 

TEDx-ის შესახებ:

x=დამოუკიდებლად ორგანიზებული ღონისძიება „იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ - ამ პრინციპის საფუძველზე TEDx-ი, ადგილობრივი, დამოუკიდებლად ორგანიზებული პროგრამა, აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში სპიკერები მათთვის განკუთვნილ თემაზე ღრმა ანალიზს და მსჯელობას გვთავაზობენ. სახელწოდებაში TEDx, x ნიშნავს დამოუკიდებლად ორგანიზებულ  TED ღონისძიებას. TED კონფერენცია უზრუნველყოფს TEDx პროგრამის ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, ხოლო ინდივიდუალური ღონისძიებები დამოუკიდებლად იგეგმება შესაბამისი წესებისა და რეგულაციების საფუძველზე. TED-ის შესახებ TED-ი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისია მნიშვნელოვანი და საინტერესო იდეების გაზიარებაა. „იდეები, რომლებიც იმსახურებს გაზიარებას“ - ასე ჟღერს მისი სლოგანი. TED სპიკერებს შორის არიან ბილ გეითსი, ჯეინ გუდოლი, ელიზაბეტ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ნანდან ნილეკანი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონჯო-ივეილა, სალ ხანი და დენიელ კეინმენი.

TED-ის ინიციატივები იდეების გავრცელებისთვის მოიცავს  TED.com-ს, სადაც ყოველდღიურად ხდება ახალი გამოსვლების  ამსახველი ვიდეოების განთავსება; თარგმნით პროექტს, რომელიც უზრუნველყოფს სუბტიტრების განთავსებას და  გამოსვლის ბეჭდური ვერსიების შექმნას, ასევე მსოფლიოს მასშტაბით მოხალისეებისგან თარგმანების მიღებას; საგანმანათლებლო პროექტ TED-Ed-ს; ყოველწლიურ მილიონ დოლარიან პრიზს TED Prize, რომელიც მხარს უჭერს განსაკუთრებული ხედვისა და იდეის მქონე ადამიანებს, შეცვალონ სამყარო; TEDx-ს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფლებას აძლევს ათასობით ინდივიდს თუ ჯგუფს, რომ დამოუკიდებლად დაგეგმონ ადგილობრივი TED-ის სტილის ღონისძიებები და     TED Fellows, პროგრამას, რომელიც მთელი მსოფლიოდან არჩევს ახალი იდეების მქონე ადამიანებს იმისთვის, რომ მათი პროექტებისა და აქტივობების ეფექტი უფრო ძლიერი და შთამბეჭდავი გახდეს. 

TED-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ წყაროებზე: http://twitter.com/TEDTalks, http://www.facebook.com/TED, https://instagram.com/ted .

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics