09:36 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 14:11:00, 649 ნახვა

საზოგადოება
„ბიზნეს კაფეს“ მეოთხე შეხვედრა

სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში ბიზნეს კაფეს რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა.

ბიზნეს კაფე საკონსულტაციო და საძიებო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც პირველივე დღიდან პაშა ბანკის ექსკლუზიური მხარდაჭერით ხორციელდება. ბიზნეს კაფეს შეხვედრას ტრადიციულად დაესწრნენ სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯერები და განიხილეს თემა „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“, რომელიც სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, საკონსულტაციო კომპანია „სინერჯი ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა - პაპუნა ტოლიაშვილმა წარადგინა.

 ბიზნეს კაფეს პირველი შეხვედრა 2015 წლის ოქტომბერში შედგა. მის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად იზრდება, რასაც შეხვედრების ფორმატი და განხილული თემების აქტუალობა განაპირობებს. წლის განმავლობაში ინსორსი და პაშა ბანკი კიდევ ოთხ შეხვედრას უმასპინძლებენ.

„ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს ბიზნეს კაფეს მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს პროექტის წარმატებას. მისი მხარდაჭერა პაშა ბანკისთვის საინტერესოა, რადგან აღნიშნული პროექტი გულისხმობს მაღალი რგოლის მენეჯერებს შორის პროფესიული ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას. ზოგადად, ვცდილობთ ხოლმე, დავაფინანსოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას უკავშირდება და ბიზნეს კაფეც, ალბათ არაპირდაპირ, თუმცა გარკვეულწილად სწორედ ამ მიზანს ემსახურება: აქ ერთმანეთს ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც რეალურად მონაწილეობენ ამა თუ იმ კომპანიის მართვაში და ყოველდღიურ რეჟიმში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ. ვფიქრობთ, რომ მათ შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება ცალსახად სასარგებლო რამ არის“, - განაცხადა ანანო ქორქიამ, „პაშა ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics