22:41 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 13:30:25, 539 ნახვა

საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯარის, ხოლო უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა დადებითად საქართველოს ჯარის საქმიანობას აფასებს.

კერძოდ, ჯარის საქმიანობას გამოკითხულთა 6% ძალიან კარგად აფასებს, 48 % - კარგად, 32% - საშუალოდ, 4% - ცუდად, 1% კი, ძალიან ცუდად.

იუსტიციის სახლების საქმიანობას გამოკითხულთა 8% ძალიან კარგად აფასებს, 42%- კარგად, 31%-საშუალოდ, 5%-ცუდად, 1%- ძალიან ცუდად.

პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 4% ძალიან კარგად აფასებს, 33%-კარგად, 43%- საშუალოდ, 13%- ცუდად, 2%- ძალიან ცუდად.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 16%- კარგად, 44%-საშუალოდ, 10% - ცუდად, 1%-ძალიან ცუდად.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, 13%-კარგად, 42%- საშუალოდ, 15%- ცუდად, 2%-ძალიან ცუდად.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, 10%- კარგად, 38%- საშუალოდ, 16%-ცუდად, 2%-ძალიან ცუდად.

სასამართლოების საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, 10%- კარგად, 36%- საშუალოდ, 21%- ცუდად, 4%- ძალიან ცუდად.

პარლამენტის საქმიანობას 1% ძალიან კარგად აფასებს, 7% - კარგად, 47% - საშუალოდ, 27% - ცუდად, 5% კი, ძალიან ცუდად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics