23:45 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 13:30:02, 513 ნახვა

რეგიონი
ბათუმში აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

ბათუმში აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს.

კერძოდ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა  დავით ბალაძემ შპს  „მაჭახელა 25"-ის და შპს „საქართველო" - ს მიმართ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ღონისძიება ითვალისწინებს ზემოთ ხსენებული კომპანიების გათავისუფლებას ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალ­დებულების შეუსრულებლობისათვის დარიცხული ჯარიმისაგან იმ პირობით, თუ შესრულებული იქნება ნასყი­დობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ გამოიტანა საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და  სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის  აღმოფხვრის წესის შესახებ. აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ,,ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის" პროგრამა უზრუნველყოფს სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგ­რან­ტე­ბის) ფინანსურ მხარდაჭერას, მათი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის.

განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრმა გია თავამაიშვილმა  ისაუბრა „სსიპ - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 5 ივლისის #69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე. დადგენილების პროექტით მოქმედ დებულებაში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, სსიპ - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის დირექტორს, სხვა მუზეუმების მსგავსად ეყოლება ორი მოადგილე, მათ შორის ერთი - სამეურნეო დარგში. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა, მუზეუმის ინტერესებისა და საჭიროების გათვალისწინებით, დისკრეციის საფუძველზე მოხდეს მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილება.

აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების  მართვის დეპარტამენტისათვის  შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ  განკარგულების პროექტის თანახმად, აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ეძლევა თანხმობა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „მონოლითური ბეტონის, ღორღის და სხვა სამშენებლო მასალების  შეძენა" სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი­დან გამოყოფილი ასიგნებებიდან.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics