20:42 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 13:48:22, 905 ნახვა

კომენტარი
რატიანი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხთა სამეულიდან ტერიტორიული მთლიანობის გაქრობა საგანგაშოა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივან სერგო რატიანის განცხადებით, NDI-ს კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს.

როგორც რატიანმა აღნიშნა, საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, სამეულიდან ეროვნული პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობა გამქრალია.

„მოსახლეობას ძალიან ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მთავრობამ შექმნა, ამას გამოკითხულთა 81% ადასტურებს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხულთა 42% -ის აზრით მათი მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ გაუარესდა და 47%-ის აზრით კი სტაგნაციაა. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, სამეულიდან ნაციონალური პრობლემა- ტერიტორიული მთლიანობა გამქრალია“, - განაცხადა სერგო რატიანმა.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია.

კერძოდ, გამოკითხულთა 57% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 35% - ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% - სიღარიბეს, 26% - პენსიებს, ხოლო გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი ტერიტორიული მთლიანობაა. ამასთან, გამოკითხულთა 12%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რუსთთან ურთიერთობაა.

კვლევის საველე სამუშაოები  23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics