05:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-10 18:25:09, 625 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: საქართველოს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფართომასშტაბიანი გეგმა აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ჩინურ ტელეკომპანია CCTV-ის ინტერვიუ მისცა, სადაც „ახალი აბრეშუმის გზის" პროექტზე და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის ფართომასშტაბიანი გეგმა, რომლის განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გაიზრდება. მისივე განმარტებით, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა „ერთი სარტყელი - ერთი გზა" პროექტში ჩართულ ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

„ჩვენთვის „ერთი სარტყელი - ერთი გზა" ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ყველა ქვეყანას სთავაზობს ბევრ ახალ შესაძლებლობას. ჩვენ განვიხილავთ აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის აღდგენას არა მარტო, როგორც ერთი გზის ინიციატივას, არამედ როგორც რამდენიმე გზის გამაერთიანებელ ქსელს. აქ ლაპარაკია კონკურენტუნარიანობაზე, ადამიანებს შორის კონტაქტებზე, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე," - ნათქვამია ინტერვიუში.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ვაჭრობისა და ლოგისტიკის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ვაჭრობას ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის.

„ჩვენ ვთვლით, რომ ელექტრონული პლატფორმა, როგორც მნიშვნელოვანი სივრცე, სადაც განთავსდება ინფორმაცია ჩვენი პროექტების შესახებ, რათა ის ხელმისაწვდომი გახდეს ყველა ინვესტორისთვის, ჩინელი ინვესტორების ჩათვლით, ზრდის აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ყველა ქვეყნის ცნობადობას," - აღნიშნავს პრემიერი.

ჩინური ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხსაც შეეხო. გიორგი კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება კიდევ უფრო გაზრდის უცხოელ ინვესტორთა ინტერესს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics