18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 21:50:21, 531 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია: გოგაშვილს ფარული მიყურადების კურირება აქვს დავალებული, როგორც ეს მესხელს ჰქონდა სააკაშვილის დროს

"გოგაშვილს ფარული მიყურადების კურირება აქვს დავალებული, როგორც ეს მესხელს ჰქონდა სააკაშვილის დროს" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, ის ფარული თვალთვალის და მიყურადების ობიექტია. 

"დაფიქრების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ ფარული თვალთვალის და მიყურადების ობიექტი ვარ, რადგან ამის ანალიტიკურ ინფორმაციასაც და კონკრეტულსაც ვფლობთ, რომ სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურში ხელმძღვანელის მოადგილე, გოგაშვილი არის ჩართული ამ ყველაფერში. მას დავალებული აქვს ამგვარი საკითხების კურირება, ზუსტად ისე, როგორც ეს მესხელს ჰქონდა სააკაშვილის დროს. სუს-ს პოლიტიკური პოლიციის ფუნქცია აქვს შეთავსებული. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არ მოვა ძალა, რომელსაც ამის აღკვეთის პოლიტიკური ნება ექნება ეს ვერ დამთავრდება", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics