03:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 20:18:30, 725 ნახვა

სამართალი
კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი: ვადასტურებ, რომ მოწმეები არიან როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები

"ვადასტურებ, რომ მოწმეები არიან როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი თანამშრომლები", - ამის შესახებ განცხადება კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დაწყების წინ გააკეთა.   

ლაშა კოტრიკაძის თქმით, მას არ შეუძლია მოახდინოს მოწმეთა იდენტიფიცირება, თუმცა საქმეში არსებობს პირდაპირი ჩვენებები და ნივთმტკიცებები, რაც ქმნის საფუძველს აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად.

"მოწმეების იდენტიფიცირება ჩემს მიერ ვერ მოხდება, არის მოწმეების პირდაპირი ჩვენებები და არის ნივთმტკიცებები, რაც ერთობლივად ქმნის დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რაც საჭიროა როგორც ბრალის წარსადგენად, ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოსაყენებლად. ვადასტურებ, რომ არიან როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი თანამშრომლები," - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის 6 ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ დააკავა. მათ აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.   





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics