|
2026-10-16 12:42:14, 1500 ნახვა
კომენტარი
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს დაესწრება
ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებში, სადაც, კიდევ ოთხ ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, მისი აკრძალვის საკითხი უნდა განიხილონ. ამის შესახებ პარტიის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა, განაცხადა. „ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“, - თქვა ფავლენიშვილმა, რომლის შეფასებითაც, სასამართლოში მიმდინარე პროცესი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის. ფავლენიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, სასამართლო სხდომების პარალელურად ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბონ. „ჩვენ ვართ სრულიად მზადყოფნაში ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის, იმიტომ, რომ ბრძოლაში და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები“, - განაცხადა მან. 15 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, მოითხოვა, რომ სასამართლო სხდომებზე დასასწრებად ბათუმში გადაიყვანონ. „კატეგორიულად მოვითხოვ, მოხდეს ჩემი ბადრაგირება ბათუმში და მომეცეს შესაძლებლობა, როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია“, - დაწერა ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილმა მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენაც მოუწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციის მიერ 25 ოქტომბრისთვის დაანონსებულ აქციას. საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მმართველი პარტია ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას ითხოვს.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)