|
2026-10-14 23:18:59, 2873 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესმენები უკრაინისთვის Starlink-ისა და დაზვერვის შეზღუდვას მკაცრად გმობენ
აშშ-ის კონგრესის უკრაინის საკითხთა ორპარტიული ჯგუფი ავრცელებს საგანგებო განცხადებას უკრაინიდან შემოსულ ცნობებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც შეჩერებულია ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი შეზღუდვები საფრთხის ქვეშ აყენებს როგორც მშვიდობიან მოსახლეობას, ისე უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს: „შეშფოთებულები ვართ უკრაინიდან ცნობებით, რომ შეჩერებულია აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციისა და Starlink-ის სერვისებით უზრუნველყოფა, რაც უკრაინაში უდანაშაულო სამოქალაქო პირებსა და ამერიკის მოქალაქეებს რუსული თავდასხმების საფრთხის წინაშე ტოვებს. კონგრესს არაერთხელ მკაფიოდ განუცხადებია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს სადაზვერვო მხარდაჭერა რუსეთის დაუნდობელი დარტყმებისგან ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. აშშ-ის მოკავშირეები იხდიან Starlink-ზე უკრაინის წვდომისთვის. შეზღუდვები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეში აგდებს, მიუღებელია და კონგრესი მათ არ დაუშვებს.“
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)