11:20 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-14 13:20:16, 1761 ნახვა

პოლიტიკა
ცუცქირიძე: პარტიების აკრძალვა თავად ქართული ოცნებისთვის იქნება განაჩენი

პარტიების აკრძალვა ვერ გააქრობს იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის პარტიის მმართველობისას შეიქმნა.  - წერს facebook-ზე პარტია თავისუფლების მოედნის ლიდერი, ლევან ცუცქირიძე.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა განაჩენი იქნება თავად ქართული ოცნებისთვის.

"პარტიების აკრძალვა ვერ გააქრობს იმ პრობლემებს, რაც ქვეყანაში ივანიშვილის პარტიის მმართველობისას შეიქმნა, ის მხოლოდ ამ პრობლემების გადაჭრის პოლიტიკურ გზას დაახშობს და კიდევ უფრო მძიმე დასასრულის გარანტია გახდება ქართული ოცნებისთვის.

აკრძალვა ვერ გააქრობს კორუფციას, სიღარიბეს, უსამართლობას, უმუშევრობას, გაუსაძლის ფასებს, შიმშილს, ქვეყნის იზოლაციას, ოკუპაციას, ემიგრაციას, სოფლების დაცლას, ქალაქების ჩახერგვასა და დაბინძურებას, სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნგრევას, ნარკომანიის საშინელ მასშტაბებს, ჯანდაცვის სისტემის მასშტაბურ კრიზისს, ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას და უამრავ სხვა პრობლემას. ეს პრობლემები დაგროვდება, გამწვავდება და გამოსავალს აუცილებლად იპოვის, რაც არ უნდა დიდხანს ჩახერგონ მათმა მოსყიდულმა მოძალადეებმა ის მდინარე, სადაც მათი უსამართლობისგან დაგროვილი ბრაზი გროვდება და ერთიანდება." - წერს ცუცქირიძე.

საკონსტიტუციო სასამართლო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს განიხილავს.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics