|
2016-04-09 15:28:02, 1437 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს
აჭარის ავტონონიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოსა და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა სტუდენტებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული ადამიანების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1989 წელს მომხდარი მოვლენები და სამშობლოსათვის დაღუპული გმირები, რომლებმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უდიდესი როლი შეასრულეს. „27 წლის წინ 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედია სამუდამოდ დარჩა თავისუფლებისათვის ბრძოლის სიმბოლოდ ჩვენს მეხსიერებასა და ისტორიაში. ეს დღე ერთდროულად ამაღლებული განწყობითა და ტკივილით სავსე დღეა, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას 1989 წლის 9 აპრილს უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. მას შემდეგ სამშობლოსათვისდაღუპულთა სახელებს ყოველ წელს ვიხსენებთ სევდით, ჩვენ ისინი გავიხსენეთ დღესაც და კიდევ მრავალჯერ გავიხსენებთ მომავალშიც. მჯერა, ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს 9 აპრილს მომხდარ მოვლენებს, საქართველოს თავისფლებისათვის თავგანწირულ ადამიანთა ხსოვნას. მნიშვნელოვანია თარიღია ჩვენთვის 1991 წლის 9 აპრილიც, როცა სიმბოლურად სწორედ ამ დღეს მოეწერა ხელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს", - ასე ეხმიანება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ 9 აპრილს Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)