|
2026-10-13 21:32:27, 2597 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა
ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძეზე გრძელდება ზეწოლა და პროვოკაციული ქმედებები. არევაძის თქმით, პატიმარმა უთხრა, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. "ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს. როგორც გიორგიმ მითხრა: - საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა. ამ შეურაცხყოფაზე გიორგის ქონდა საპასუხო სიტყვიერი რეაგირება; - მას ჩამოართვეს ტელევიზორი (როგორც ჩანს არ სურთ დაინახოს ხალხის მხარდაჭერა). გამოსვლისას შემთხვევით ვნახე სახალხო დამცველის წარმომადგენელი, მივაწოდე ინფორმაცია და მოვითხოვე რომ დღესვე ნახონ გიორგი", - წერს არევაძე. ცნობისთვის, პატიმარმა გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ მასზე №6 პენიტენციური დაწესებულების ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. მსჯავრდებულის თქმით, დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს. პროკურატურამ გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. პროკურატურის მტკიცებით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც, მიიღეს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)