2026-10-13 11:05:52, 3112 ნახვა
ევროპის ამბები
მაკრონი: საფრანგეთმა უკანონო საწვავის გადაზიდვაში ჩართული ტანკერი დააკავა
დღეს, რეიუნიონიდან სამხრეთით 450 საზღვაო მილზე მეტ მანძილზე, ჩვენმა საზღვაო ძალებმა ტანკერ DF Peak-ზე ასვლა განახორციელეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო ყალბი დროშის ქვეშ მოქმედებასა და საწვავის უკანონო ვაჭრობაში. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ეს ოპერაცია, რომელიც საერთაშორისო საზღვაო სამართლის შესაბამისად ჩატარდა, აჩვენებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, დავიცვათ კანონის უზენაესობა და ვებრძოლოთ უკანონო ვაჭრობის ყველა ფორმას, სადაც არ უნდა მოხდეს ისინი“, - აღნიშნა მან.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან