14:08 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-12 17:28:21, 2397 ნახვა

პოლიტიკა
გასაკვირია, გავერკვევით - პაპუაშვილი რუსეთის მიერ ქართული სასმელების იმპორტის აკრძალვაზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „გასაკვირი“ და „გაურკვეველია“ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, „რამდენიმე ქართული კომპანიის“ პროდუქტის იმპორტი აკრძალოს.

„როგორც შევიტყვეთ, რამდენიმე კომპანიის მიმართ არის [აკრძალვა] და არა ზოგადად ღვინოს თუ სასმლის მიმართ“, - განუცხადა მან 12 ოქტომბერს ჟურნალისტებს შეკითხვაზე პასუხად პარლამენტში.

„გასაკვირი არის. საფუძველი ჩვენთვის გაურკვეველი არის. ამიტომ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, გაერკვევა ამ საკითხში“, - განაცხადა მან.

მოგვიანებით „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემაც განაცხადა, რომ მთავრობა ამ საკითხში ერკვევა და იმედი გამოთქვა, გადაწყვეტილება შეიცვლება. „ამაზე ვმუშაობთ“, - თქვა მან.

„ვნახოთ. იმედია, რომ შეიცვლება გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენთვის საფუძველიც გაუგებარია ამ შემთხვევაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 12 ოქტომბერს.

კითხვაზე, თუ როგორ გაერკვევა მთავრობა საკითხში, პაპუაშვილმა თქვა: „სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ მხრივ გაერკვეს რუსეთის ფედერაციასთან“.

მან იქვე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების საფუძვლის შესახებ ინტერპრეტაციები „სხვადასხვა აქტორისგან“ მოისმინა, თუმცა „ჩვენ ოფიციალური რაიმე საფუძველი არ მოგვისმენია“.

2026 წლის 10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა საქართველოში წარმოებული გარკვეული პროდუქციის ხარისხი დაიწუნა და პროდუქციის შეტანა „სანიტარული“ მიზნებით „დროებით“ აკრძალა.

ეს ეხება რამდენიმე დასახელების ლუდს, ღვინოს, კონიაკსა და მინერალურ წყალს.

"როსპოტრებნადზორმა" აკრძალვა დააწესა მინერალურ წყალ „ნაბეღლავსა“ და საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლაზე“; ასევე - „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „ვაინმენის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციაზე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics