|
2026-10-12 16:56:58, 1964 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე – 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ
12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ხელფასი ექნებოდა დაახლოებით სულ მცირე 50 000 და 100 000 ლარი. „ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ანაზღაურება, რომელიც მაქვს, მაგრამ მზად ვარ, შემდეგი წლების განმავლობაში უარი ვთქვა ზრდაზე, რაც არის გათვალისწინებული. წელს არის 8.4% მთლიანად საჯარო სექტორში, შეიძლება გარკვეული უხერხულობები ამან გამოიწვიოს, მაგალითად, კონკრეტული სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი გადამასწრებს თავისი ხელფასით, უხერხულობებს გამოიწვევს, მაგრამ მზად ვარ ამისთვის, მაგრამ მე სუბიექტური ვარ. გადავალ მინისტრებზე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მინისტრს თუ მისცემ იმაზე ნაკლებ ხელფასს, რაც აქვს, რაც არის ზუსტად არ ვიცი, ხელზე იღებენ ალბათ დაახლოებით 12 000 ლარს ახალი მაჩვენებლებით. 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ უბიძგებ კორუფციისკენ. კერძო სექტორში ხელფასები არის რადიკალურად გაზრდილი და მინისტრი რა საქმესაც აკეთებს და რა პასუხისმგებლობაც აქვს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით, სულ მცირე, 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ 12 000 ლარი მინისტრისთვის არის ბევრი, ნორმალურია ეს? არ არის ბევრი. მინისტრს 12 000 ლარი ხელფასი აუცილებლად უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)