14:08 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-12 16:54:05, 1944 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე – თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი

 თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ – აქვეყნებდნენ იანვრის ზრდას, როდესაც ეს იყო იანვრის იანვართან შედარება და ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს 1 თვეში გაიზარდა 10-12 %-ით ფასები, – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, შეცვლილი ტენდენციები ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროცესების შედეგია.

„იანვარშიც ჩვენ გვქონდა მაღალი ზრდა წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით. იყო 2.3 % სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია. შეგიძლიათ, ნახოთ თებერვლიდან მონაცემები – არის ინფლაცია, თუ დეფლაცია და მერე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ დანარჩენთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ საერთო მონაცემები. აიღოთ ერთი კალათი და მეორე კალათი და ნახავთ, როგორია ეს მონაცემები. იანვარში ჯერ კიდევ იყო მაღალი ინფლაცია 2.3 % წინა თვესთან შედარებით, რაც ძალიან მაღალია. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ მონაცემები“, – აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics