|
2026-10-12 16:48:34, 2535 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა Citi-სგან ვაჭრობის დაფინანსებისთვის $50 მილიონის ფინანსური რესურსი მოიზიდა
საქართველოს ბანკმა Citi-სთან ერთწლიან, 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებას მოაწერა ხელი. სტრატეგიული შეთანხმება, 2011 წელს მიღებული ხელშეკრულების- Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA) ფარგლებში გაფორმდა და იგი Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის მეთექვსმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ახალი შეთანხმება მიზნად ისახავს ქვეყანაში სწრაფად მზარდი კორპორატიული, მცირე და საშუალო (SME) ბიზნესებისთვის სავაჭრო დაფინანსება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს და ამით გააძლიეროს სექტორი. ფინანსური რესურსი საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ ბიზნესებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს, დაეხმარება აუცილებელ დაფინანსებაზე წვდომაში და ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს. "ვამაყობთ, რომ Citi-სთან ჩვენ გამორჩეულ პარტნიორობას 50 მილიონი აშშ დოლარის სავაჭრო დაფინანსების შეთანხმებით ვაგრძელებთ. ქართული კომპანიების, განსაკუთრებით კორპორატიული და მცირე-საშუალო ბიზნესის სეგმენტის მზარდი საჭიროებების გათვალისწინებით, ვაგრძელებთ სავაჭრო დაფინანსებისთვის ძლიერი გადაწყვეტილებების შეთავაზებას, რაც მათ წარმატებას შეუწყობს ხელს. ეს შეთანხმება ადასტურებს ჩვენი გამოცდილებისადმი გლობალური პარტნიორების ნდობას და ქართული ბაზრის განვითარებისადმი ჩვენს ერთგულებას. მოუთმენლად ველით Citi-სთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, რათა ახალი ზრდის შესაძლებლობები შევქმნათ ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო დონეზე." - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. "როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში და კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკი Citi-სთვის ღირებულ პარტნიორად რჩება. აღნიშნული თანამშრომლობა აფართოებს ჩვენს შესაძლებლობებს სავაჭრო დაფინანსების ინიციატივების განხორციელებისა და კლიენტთა ზრდის ამბიციების მხარდაჭერის კუთხით. ასევე, კიდევ უფრო ამყარებს Citi-ს მტკიცე ვალდებულებას საქართველოსა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიმართ." - განაცხადა ემრე უმუთმა, Citi-ს ფინანსური ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელმა შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)