10:06 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-12 12:55:58, 4335 ნახვა

სამართალი
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს კვლევას - "სპეციალიზაცია და ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების დაუსაბუთებელი გადაყვანები საქართველოში - ზემოქმედების ბერკეტი სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ხელში".

საიას თქმით, დოკუმენტის მიზანია, მაშინ, როდესაც სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება, დააიდენტიფიციროს ის გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ახლდეს მოსამართლეების სპეციალიზაციასა და ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების დაუსაბუთებელ და ქაოსურ გადაყვანებს.

საიას განმარტებით, პრაქტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის, სისტემაში არაფორმალური გავლენებისა და ანგარიშვალდებულების არარსებობასთან დაკავშირებული ხანგრძლივი გამოწვევების ფონზე, სპეციალიზაციის მექანიზმი არ ემსახურება მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას. საია აღნიშნავს, რომ იგი იუსტიციის საბჭოს ხელში არსებული დამატებითი ზემოქმედების ბერკეტია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონკრეტული საქმეების განმხილველი შემადგენლობის ფორმირებაზე ზემოქმედებისთვის, არასასურველი მოსამართლეების ნაკლებად სენსიტიურ კატეგორიებში გადასაყვანად და სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის ინტერესების გასაძლიერებლად.

"დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება კონსტიტუციით დაცული უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებაა. მიუხედავად არსებული ჩანაწერისა, წლების განმავლობაში სასამართლომ ვერ შეძლო მიუკერძოებელ სისტემად ჩამოყალიბება.

გატარებული საკანონმდებლო რეფორმები ფასადური აღმოჩნდა და დამოუკიდებელი, გავლენებისგან თავისუფალი მართლმსაჯულება კვლავ გამოწვევად რჩება.

სისტემის მთავარი გამოწვევა კორპორატივიზმი და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფია. მისი წევრები, წლებია, მნიშვნელოვან მენეჯერულ თანამდებობებს იკავებენ.1 იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცების მიზნით, უნდა დაიცვას როგორც თავად სისტემის, ისე ცალკეულ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და, იმავდროულად, უზრუნველყოს მართლმსაჯულების ეფექტიანობა და ხარისხი.2 ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად (შემდგომში - ვენეციის კომისია) 2023 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში მიუთითებს, რომ დაუშვებელია კორპორატივიზმი, რომელიც წაახალისებს მოსამართლეების ერთი ჯგუფის ინტერესებს სისტემაში არსებული სხვა ჯგუფების საზიანოდ.3 სასამართლოში არაფორმალურ გავლენებზე საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის,4 ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების აღსრულების მონიტორინგის ანგარიშებშიც. 5 წინამდებარე დოკუმენტის მთავარი მიზანია, ზემოაღნიშნული კონტექსტის გათვალისწინებით, მაშინ, როცა სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართება, დააიდენტიფიციროს ის გამოწვევები, რომლებიც შეიძლება ახლდეს მოსამართლეების სპეციალიზაციას და ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების დაუსაბუთებელ, ქაოსურ გადაყვანებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics