|
2026-10-12 12:54:34, 1929 ნახვა
პოლიტიკა
ბულგარეთის საგარეო მინისტრი: მნიშვნელოვანია საქართველოს ჩართვა შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვა-ჩამოვამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა და მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის დიალოგში ჩართულობა. "ვფიქრობ, დროა, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, საქართველო შავი ზღვის რეგიონის ქვეყანაა. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართვა დიალოგში იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოფთ შავი ზღვის უსაფრთხოებას. ამიტომ, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ იმ სექტორულ მიმართულებებზე, სადაც მათი როლი მნიშვნელოვანი იქნება, და მათთან დიალოგი გადამწყვეტია. შესაბამისად, ვფიქრობ, კარგი დროა ამ საკითხზე საუბრის დასაწყებად", - თქვა პეტროვა-ჩამოვამ. ცნობისთვის, დღეს 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს. საქართველოს საკითხი დღის წესრიგში "მიმდინარე საკითხების" ნაწილშია შეტანილი.
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)