14:31 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-10 17:28:04, 3338 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია

ორმაგი სტანდარტებით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს ადამიანები სინამდვილეში ერთადერთი რამით არიან შეშფოთებულები, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ვერც ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სისხლიანი რეჟიმი, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, ორმაგი სტანდარტები უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ.

„ორმაგ სტანდარტებს ჩვენ მიჩვეულები ვართ, ამით გამოირჩევა ევროპული ბიუროკრატია მთელი ამ წლების განმავლობაში. ერთი მხრივ, საერთოდ ვერ ხედავენ იმ უხეშ გადაცდომებს, რომლებსაც აქვს ადგილი დემონსტრანტების მიმართ მიდგომის კუთხით და მეორე მხრივ, მშვიდობიან დემონსტრაციას უწოდებენ ძალადობრივ აქციებს და როდესაც პოლიციას უწევს ძალის გამოყენება ძალადობრივი აქციების მიმართ, ამას უწუნებენ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის ცალსახად ორმაგი სტანდარტი და ეს ორმაგი სტანდარტებიც უარყოფითად აისახება საზოგადოების განწყობაზე ევროპული ბიუროკრატიის მიმართ,"- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics