14:31 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-09 13:09:13, 2337 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება გავათავისუფლეთ კორუფციისგან

წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ ზედა ეშელონებში ყველა სახელმწიფო უწყება და საწარმო პრინციპულად გავათავისუფლეთ კორუფციისგან, ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება.

„ზოგადად, მუდმივი პროცესია მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემი დანიშვნიდან, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ბევრი რამ გამოგვევლინა და გადაგველაგებინა. პრინციპულად, დაახლოებით წელიწადსა და 5 თვეში, გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება. ამას დასჭირდა თავისი დრო, იყო პრობლემები, რომლებიც დავძლიეთ, ჩვენთვის მთავარი ეს არის. რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები, ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს, „საქართველოს რკინიგზა" არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება, ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო იმისათვის, რომ მთლიანად გაესუფთავებინა პროცესები. მათ შორის, აქაც იყო უამრავი შუამავალი კომპანია, სამი შვილობილი კომპანია, ვერავინ ვერ გაიგო რა საჭირო იყო სამი შვილობილი კომპანია, სადაც დასაქმებული იყო უამრავი ადამიანი. მარტო საკადრო ოპტიმიზაციის ხარჯზე ჩვენ მოვახერხეთ მილიონობით ლარის დაზოგვა, დაახლოებით 20 მლნ ლარის დაზოგვა მარტო „საქართველოს რკინიგზაში". 1 100 ჭარბი შტატი იყო, წარმოიდგინეთ, მარტო ერთ სახელმწიფო საწარმოში. ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, ვაგრძელებთ მუშაობას. წელიწად-ნახევარი კი დაგვჭირდა, მაგრამ მთავარი შედეგი არის ის, რომ ჩვენ არამარტო ზედა ეშელონებში, პრინციპულად ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება და საწარმო გავათავისუფლეთ კორუფციისგან. ქვედა დონეზე ბრძოლა მუდმივად გაგრძელდება,"- აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics