15:18 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-09 12:43:33, 4031 ნახვა

სამართალი
სახალხო დამცველის აპარატი - გიორგი დავითაძის ადვოკატის ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს

მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„სახალხო დამცველი ეხმიანება მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მხარის მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას და მოუწოდებს მხარეს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახალხო დამცველის რწმუნებულების დისკრედიტაციის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს. დოკუმენტურად დასტურდება (პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი), რომ გიორგი დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას თავის ადვოკატთან გაივლიდა.

როგორც არაერთხელ განიმარტა, სახალხო დამცველის აპარატმა, საკუთარი მანდატის ფარგლებში, გიორგი დავითაძის უფლებების დასაცავად ყველა საჭირო მოქმედება განახორციელა. აპარატის მიმართვის საფუძველზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, რომლის მონიტორინგის პროცესი დღემდე გრძელდება. სახალხო დამცველის რწმუნებულებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელია და არ ემსახურება არც კონკრეტული პატიმრის და არც სხვა პატიმრების კანონიერი უფლებების დაცვის ინტერესებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics