10:06 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-08 11:59:34, 6066 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე - ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი

ევროპარლამენტში გამართულ დებატებში სამარცხვინო სურათი იხილა საზოგადოებამ, პრაქტიკულად ცარიელი დარბაზი იყო, მხოლოდ 20 დეპუტატის ფარგლებში იყო გაჟღერებული თითიდან გამოწოვილი ბრალდებები, , – ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, იმის რესურსიც კი არ ეყოთ ანტიქართულ ძალებს, რომ საკუთარი კოლეგები დაერწმუნებინათ და დარბაზში შემოეყვანათ, სურათი მაინც შეექმნათ, რომ ვინმეს აინტერესებს საქართველოს წინააღმდეგ ეს ყოვლად უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი თავდასხმა. ამ ყველაფერს გააჩნია ჩალის ფასი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ტყუილები ძალიან ბევრჯერ გვაქვს მოსმენილი. ქართველი ხალხი რაც მეტად იგრძნობს საფუძველგამოცლილ თავდასხმას, მით მეტად გასცემს საკადრის პასუხს. თუმცა იქ იყვნენ ისეთი დეპუტატებიც, რომლებიც პირდაპირ სარკეში ახედებდნენ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ ძალებს და მკაფიოდ საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, საქართველო მიდის წინ და იმ ორ ქვეყანას – მოლდოვას, უკრაინას – საქართველო ათასჯერ უსწრებს ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იუკნევიჩიანეს და სხვებს არ აინტერესებთ, რადგან მათი მიზანი სწორედ ჩვენი ქვეყნის დაზიანებაა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics