|
2026-10-08 11:07:34, 1566 ნახვა
ეკონომიკა
ახლად შექმნილი გასტრონომიის სააგენტოს ბიუჯეტი მომავალ წელს ₾5.74 მილიონი იქნება
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 მილიონ 740 ათასი ლარით (5.74 მლნ ლარი) განისაზღვრა. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ახალ უწყებას 65 თანამშრომელი ეყოლება. მათი შრომის ანაზღაურებისთვის (ხელფასებისთვის) მთელი წლის განმავლობაში ჯამში 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, საბიუჯეტო პროექტით განსაზღვრულია, რომ გასტრონომიის სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტიდან 5 მილიონ 20 ათასი ლარი (5.02 მლნ ლარი) უშუალოდ ხარჯვით ნაწილს წარმოადგენს. 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ახალი საბიუჯეტო პროგრამა „გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვა და კოორდინაცია”. დოკუმენტის თანახმად, სააგენტოს ძირითადი ფუნქციები იქნება:
bm.ge უწყებას უკვე დაუკავშირდა კითხვებით, რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ დროისთვის სააგენტოში, დანიშნეს თუ არა უკვე მოადგილეები და ასევე, დეპარტამენტის ხელმძღვანელები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელად 3 აგვისტოს ლევან ქარუმიძე დაინიშნა. იქამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ახალი სსიპ-ის შექმნის შესახებ ირაკლი კობახიძემ დადგენილება 18 ივნისს გამოსცა, ხოლო სააგენტოს დებულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 15 ივლისს დაამტკიცა. დებულების მიხედვით, სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. უწყების სტრუქტურაში 10-მდე დეპარტამენტი და სამსახური შეიქმნება, მათ შორის გასტრონომიული მემკვიდრეობის, განვითარების, პოპულარიზაციისა და პროექტების მართვის დეპარტამენტები, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების, იურიდიული, ადამიანური რესურსებისა და ანალიტიკის სამსახურები. სააგენტოს უფლებამოსილებებს შორისაა ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევა, დოკუმენტირება და ციფრული აღრიცხვა, ტრადიციული პროდუქტებისა და ენდემური კულტურების პოპულარიზაცია, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მხარდაჭერა, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების განვითარება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და საერთაშორისო დონეზე ქართული გასტრონომიის პოპულარიზაცია. სააგენტო დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მის მიერ გაწეული მომსახურების საფასურიდან და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებიდან. ფოტომონტაჟი გამოაქვეყნა bm.ge - მ
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)