10:06 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-07 19:53:55, 6265 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, თებერვლის შემდეგ სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 80 000-მდე ოჯახი გადაამოწმეს. აქედან დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, "რადგან მათი მდგომარეობა საბედნიეროდ არის გაუმჯობესებული უმრავლეს შემთხვევაში".

სარჯველაძის თქმით, სოცდაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი "მუდმივი და უწყვეტია", თუმცა, საქართველოში პანდემიის გამო გამოცხადებული მორატორიუმის გახანგრძლივების გამო, გადამოწმება მხოლოდ 2026 წლის თებერვლიდან განახლდა "გარკვეული ლოგიკით".

"ვინც პრიორიტეტულად მივიჩნიეთ, რომ ყველაზე სწრაფად საჭიროებდა გადამოწმებას, ეს პროცესი წარიმართა და როგორც თავიდანვე ითქვა, 65 000 ოჯახი გადამოწმდა, ეს პროცესი დასრულებულია.

თუმცა, სხვადასხვა კრიტერიუმების მეშვეობით გადამოწმების პროცესი გრძელდება და გაგრძელდება მომავალშიც. გადამოწმების ფუნქცია არის ერთადერთი - ცოცხალი პროცესია თითოეული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, სახელმწიფომაც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა აკონტროლოს, ვის ესაჭიროება, ვის შეიძლება არ ესაჭიროებოდეს ეს მხარდაჭერა, იმ კრიტერიუმებს ვინ შეიძლება აკმაყოფილებდეს და ვინ არა. ამიტომ ეს პროცესი გრძელდება და აქტიურ ფაზაშია.

რაც შეეხება რიცხვებს, გადამოწმდა არამცთუ 65 000, არამედ გავცდით ამ რიცხვებს და 80 000 ოჯახს აღწევს, თავიდან, როცა მუშაობა დავიწყეთ, 184 000 ოჯახი იყო რეგისტრირებული შემწეობის მიმღებად.

იცვლება, გარკვეული ქულების გადათამაშება ხდება - შეიძლება, ვინმეს მაღალი ქულა ჰქონდეს და შემოწმების შედეგად დაბალი დაუფიქსირდეს,  ან პირიქით. სხვადასხვა ფაქტორია, საკმაოდ რთული შეფასებაა თითოეული ოჯახის და იქ არის მკაფიო კრიტერიუმები, რითაც არითმეტიკული სიზუსტით ხდება მდგომარეობის შეფასება" - ამბობს სარჯველაძე.

ივანიშვილის მინისტრის თქმით, ოჯახების გადამოწმებით და "ბაზის გასწორებით" რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიზოგება. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics