15:39 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-06 15:01:51, 1396 ნახვა

პოლიტიკა
ფავლენიშვილი- უპრეცედენტო შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში

ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„უკანასკნელი თვეების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ ინფორმაცია უფლებადამცველებისგან, პენიტენციურ სისტემაში საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. ციხეები გადავსებულია, პატიმრები საუბრობენ, მათ შორის, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე. არცერთი ეს ფაქტი არ იქნა გამოძიებული. ასევე, ვიხილეთ, შემზარავი ფაქტი, როდესაც ადამიანი, ქართველი კაცი საუბრობს გაუპატიურებაზე. ეს არის პირველი, უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ადამიანი თვითონ აცხადებს, კონკრეტული ადამიანის ჩვენებაა, სადაც ის ამბობს, რომ გახდა გაუპატიურების მსხვერპლი პენიტენციურ სისტემაში. ამ კადრებთან დაკავშირებით ვიხილეთ იუსტიციის მინისტრის არათუ დამაბნეველი, არამედ ეჭვების გამაძლიერებელი კომენტარი. საზოგადოებაში ეჭვები უფრო და უფრო ძლიერდება. იმის მაგივრად, რომ კარები გახსნან უფლებადამცველებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისთვის, ეჭვების გამაძლიერებელ, მოუმზადებელ და დამაბნეველ კომენტარებს აკეთებენ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics