2026-10-05 20:50:20, 1660 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ დებატებს გამართავს
ევროპარლამენტი 7 ოქტომბერს გამართავს დებატებს და კენჭს უყრის საქართველოს შესახებ რეზოლუციას. ამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპარლამენტის ვებსაიტზე.
დებატების თემაა „მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მცდელობები, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები საქართველოში“. შესაბამის რეზოლუციაზე კენჭისყრა მეორე დღეს, 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა შემდეგი ოპოზიციური ძალების არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
კოალიცია ცვლილებებისთვის;
ძლიერი საქართველო - ლელო;
ფედერალისტები;
გახარია საქართველოსთვის.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან