16:55 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-04 11:34:24, 1635 ნახვა

პოლიტიკა
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ

დღეს 4 ოქტომბერია - დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ , - ამის შესახებ საქართველოს ივანიშვილის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ“, - წერს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ასევე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს უკავშირდება.

2025 წლის 4 ოქტომბრის აქციიდან მალევე, შეკრების საორგანიზაციო კომიტეტის ხუთივე წევრი - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ვაჟა ბერიძე დააკავეს. მომდევნო 2 კვირის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით აიყვანეს აქციის 57 მონაწილე. მათგან მხოლოდ სამს შეუფარდეს გირაო, დანარჩენებს - პატიმრობა. ამავე საქმეზე გდდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ გამოცხადდა ძებნა - კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. დეკემბერში 4 ოქტომბრის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიაც.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics