14:11 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-04 11:12:34, 7618 ნახვა

ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა, იუწყება DPA.

გერმანიის მთავრობაში სააგენტოს წყაროების ცნობით, ეს მოიცავს ათასობით დრონის მიწოდებას და შორი დისტანციის იარაღის წარმოების დაჩქარებას.

მერცი უკრაინის დედაქალაქში კვირას მატარებლით ჩავიდა. „თუ რუსეთი არ შეჩერდება, მისი სამხედრო მანქანა ადრე თუ გვიან ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნდება“, - განაცხადა კანცლერმა.

მას კიევში თან ახლავს ეკონომიკის მინისტრი კატრინ რაიხე და თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორების გერმანული ბიზნესის ათი წარმომადგენელი.

სამთავრობო წყაროების ცნობით, ვიზიტის დროს მერცი აპირებს გერმანიის უკრაინის მიმართ ახალი ფინანსური და სამხედრო ვალდებულებების გამოცხადებას. კერძოდ, ბერლინი გეგმავს უკრაინისთვის ათასობით დრონის მიწოდებას, რომლებიც შექმნილია უპილოტო საფრენ აპარატებთან საბრძოლველად და შორი დისტანციის იარაღის წარმოების დასაჩქარებლად.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ახალგაზრდებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკებები დაიწყოს
ჩხუბისას თბილისში ორი პირი დაჭრეს- პოლიციამ სამი პირი დააკავა
ნეთანიაჰუ: ირანი კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს ავითარებს, რომლებსაც აშშ-მდე მიღწევა შეუძლიათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics