|
2016-04-08 19:32:37, 555 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ( UNICEF) წარმომადგენელს საშა გრაუმანს შეხვდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კახა კახიშვილმა საშა გრაუმანს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გატარებული რეფორმებზე, არასრულწლოვანი მსჯავრდებულების/ბრალდებულების რეაბილიტაცია-რესოზიალიზაციის კუთხით არსებულ პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ არასრულწლოვან მსჯავრდებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა; ასევე, დაინერგა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით, სასჯელის აღნიშნული სახე უკვე ორ არასაწრულწლოვანს აქვს შეფარდებული. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას. კახა კახიშვილი იმედოვნებს, რომ ამ საკითხში UNICEF-ი უწყებას მხარდაჭერას აღმოუჩენს. მან ახალი დაწესებულების მშენებლობაზეც ისაუბრა, რომელშიც 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულები განთავსდებიან. მინისტრის თქმით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების პროცესში UNICEF-თან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „დღევანდელ შეხვედრაზე არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასევე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების სოციალურ აქტივობებში ჩართულობასა და სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ვისაუბრეთ. ახლო მომავალში, ამ კუთხით პარლამენტში კანონპროექტების ინიცირებას ვგეგმავთ, რომლის განხორციელების შემდეგ სისტემა ევროპულ სტანდარტებს უფრო დაუახლოვდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. საშა გრაუმანი ახალგაზრდა მსჯავრდებულთა/ბრალდებულთათვის ახალი დაწესებულების მშენებლობის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს. გაეროს ბავშვთა ფონდი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან აქტიურად თანამშრომლობს. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ უწყებას წარმატებით დანერგოს პრაქტიკაში ყველა ის რეგულაცია, რასაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ითვალისწინებს“, - განაცხადა საშა გრაუმანმა. სასჯელაღსღულებისა და პრობაციის მინისტრმაUNICEF-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)