17:57 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-02 12:46:38, 1884 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას

დღეს, როდესაც ევროპული სივრცე სერიოზული პოლიტიკური, იდეოლოგიური, დემოგრაფიული და ღირებულებითი გამოწვევების წინაშე დგას, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმის გააზრებას, რომ ევროპული ცივილიზაცია ქრისტიანულ ზნეობაზე, ადამიანის ღირსების ხელშეუხებლობასა და თავისუფლების იდეალებზე აღმოცენდა,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ის მყარი საფუძველია, რომელიც ევროპული ერების იდენტობას განსაზღვრავს და რომლის დაცვა დღეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. 

„ჩვენი გზა საერთო ევროპული ოჯახისკენ სწორედ იმ ჭეშმარიტ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებმაც თავად ეს დიდი ცივილიზაცია შექმნა. საქართველო მომავალშიც ურყევად გააგრძელებს ამ გზას - შევინარჩუნებთ ჩვენს ტრადიციებს, სულიერ იდენტობას და მრავალსაუკუნოვან მემკვიდრეობას.

მადლობას ვუხდი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეას და ჩვენს უცხოელ სტუმრებს თბილისში ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, დისკუსია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთო ევროპული მომავლისა და სულიერი ფასეულობების განმტკიცების საქმეში. 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ თარიღს - საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილეს და გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას და წარმატებებს!", -  განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics