|
2026-10-01 11:20:47, 1403 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
სინდისის პატიმრების მშობლებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24-საათიანი აქცია გამართეს. მშობლებს საზმაუსთან რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ. ითხოვდნენ ეთერის დათმობას, ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას. აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თქვა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საერთოდ არ გააშუქა საინფორმაციო გამოშვებაში მშობლების აქცია, რომელიც საზმაუს შენობასთან 24 საათი იმართებოდა და არც მოთხონებზე ჰქონიათ რეაგირება. "ჩვენი 24-საათიანი საპროტესტო აქტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან შედგა. უმოქმედობისა და იგნორირების პოლიტიკის გამო, ეს დღე-ღამე საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას შავ ლაქად დარჩება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას მოვითხოვდით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ 24- საათის განმავლობაში ჩვენ მოთხოვნებზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, მეტიც მათ საინფორმაციო გამოშვებაში ამ ყველაფერზე ერთი წინადადებაც არ თქმულა. 24- საათიანი აქციის დასრულება ჩვენი ბრძოლის დასრულებას არ ნიშნავს, თუმცა ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. მივმართავთ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სამართლიანობა, საკუთარი უფლებები და ქვეყნის მომავალი აინტერესებს. თუ ჩვენი ხმა არ ისმის იქ სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი უნდა იყოს ღია, მაშინ, საჭიროა ეს ხმა ყველამ ერთად გავაგონოთ. ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენი შვილებისა და ახლობლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, მაგრამ ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 24- საათის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა, გვესტუმრა, გვამხნევებდა ან ჩვენი ხმა გაავრცელა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ახლა კი ჯერი საზოგადოებაზეა", - თქვა ზურაბ ცეცხლაძემ.
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
ტრამპმა ევროპას შესთავაზა, რუსული გაზის შესყიდვას დაუბრუნდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)