19:28 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-01 11:17:05, 2816 ნახვა

სამართალი
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს გამოგონილი სახელებით გაეცნენ და საქართველოში დასაქმებასა და ბინადრობისთვის საჭირო დოკუმენტების მოწესრიგებას დაჰპირდნენ. აღნიშნულის სანაცვლოდ, წინასწარ 3 000 ევროს ჩამოტანა მოსთხოვეს.

აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ, ბრალდებულებმა მამაკაცს 3 000 ევრო, პირადობის მოწმობა და სიმ-ბარათი წაართვეს, რომლებსაც მოთხოვნის მიუხედავად აღარ უბრუნებდნენ. მომხდარის გახმაურების შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს". - წერს უწყება. 

მათივე ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
პაპუაშვილი - რასაც საფრანგეთში ვუყურებთ, გვახსენებს, რომ სხვის ქვეყანაში ქარის დამთესი, საკუთარში ქარიშხალს მოიმკის
პოლონეთმა სამხედრო თვითმფრინავები დასავლეთ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics